ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების დაჯილდოების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების დაჯილდოების ინიციატივით გამოდის.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, სტიქიის გაშუქებისას აქტიური მედიის წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან.
“გამოვარჩიოთ ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტები, რომლებიც იმ ღამეს, 13 ივნისს მუშაობდნენ ობიექტებზე. ყველაზე ცხელ წერტილებზე და მე ასევე მაქვს ინიციატივა, რომ ეს ჟურნალისტები დავაჯილდოვოთ, განსაკუთრებით აღვნიშნოთ მათი ჩართულობა და მათი წვლილი. რომ არა ისინი, რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტი დარჩებოდა აღურიცხავი და მოსახლეობა ვერ გაიგებდა იმ გმირების შესახებ, ვერ გაიგებდა მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს”, – განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა.