ტაქსის მძღოლი, რომელიც მოხალისეებს უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდება

 

24 წლის გიორგი ლომიძე, რომელიც მოხალისეებს საკუთარი ავტომანქანით უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდება, – ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა.

გიორგი ლომიძე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და კარგად იცნობს რაიონს, მონიტორინგის სამსახურში იმუშავებს.

ახალგაზრდას დღეს უკვე შეხვდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი და იგი მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები