ირაკლი ღარიბაშვილი: დილით დამირეკა ძვირფასმა პატრიარქმა და მითხრა, მინდა, კარგი ინფორმაციაც მოგაწოდოო

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პატრიარქს სტიქიით დაზარალებული ენუქიძეების ოჯახისთვის სამოთახიანი ბინის ჩუქებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ პატრიარქმა პირადად აცნობა.

„დღეს დილით დამირეკა ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა და მითხრა, რომ ამ დღეებში მუდმივად ცუდ ინფორმაციას იღებ და მინდა, კარგი ინფორმაციაც მოგაწოდოო. პირველად სწორედ მე მაცნობა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენო უწმინდესობავ, ამ სიკეთისთვის. პატრიარქმა გვთხოვა ,შეგვერჩია ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სტიქიის დროს დაზარალდა და სწორედ ასეთი ენუქიძეების ოჯახი აღმოჩნდა. გისურვებთ ჯანმრთელობას და წინსვლას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: დღეს ილია მეორემ ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს 3-ოთახიანი ბინა აჩუქა. ენუქიძეები, სტიქიის შემდეგ, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სასტუმრო „აისბერგში“ ცხოვრობდნენ, სადაც ისინი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა მოინახულა და ოჯახის უფროსის გარდაცვალება მიუსამძიმრა. ოჯახის უფროსი, კარპო ენუქიძე, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას დაიღუპა და მას 21 ივნისს მშობლიურ რაიონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები