ქეთი მელუა ლონდონში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

21 ივნისს, ლონდონში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა 13 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად კონცერტს გამართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქეთი მელუას საქველმოქმედო კონცერტი ლონდონში შედგება. 26 ივნისს კი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც ქეთი მელუა თავის ბრიტანელ მეგობრებთან ერთად სახსრების მოძიების მიზნით გაყიდის სხვადასხვა სუვენირსა და ძვირფასეულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები