„თერაპიის სახლი“ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს თერაპიულ მკურნალობას სთავაზობს
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა „თერაპიის სახლისგან“ სამედიცინო მომსახურების სრულ პაკეტს მიიღებს. როგორც „თერაპიის სახლის“ დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა და ოჯახის ექიმმა ლალი ანდრიაშვილმა აღნიშნა, ეს იქნება საქველმოქმედო, სოციალური აქცია, რომელიც დაზარალებულებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„ჩვენი კლინიკა 9 აპრილის ტრაგედიის დროს გერმანიიდან ჩამოსული ექიმების დახმარებით შეიქმნა. სწორედ მაშინ შემოვიდა საქართველოში პირველად ის ბუნებრივი მედიკამენტები, რომლებიც მოწამლულებისთვის, ასევე, ნევროზული მდგომარეობის სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. მსგავსი ტრაგედიების დროს ნევროზული მდგომარეობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. ამიტომ დაზარალებულ მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ბუნებრივ სუბსტანციებზე დამზადებული პრეპარატები, რომელსაც სედაციური მოქმედებები არ გააჩნია და არ იწვევს ძილიანობასა და ალერგიას“, – აღნიშნა ლალი ანდრაშვილმა.
„თერაპიის სახლის“ ხელმძღვანელის განცხადებით, სტიქიის ადგილებში, სადაც მოხალისეები და მაშველები მუშაობენ, საკმაოდ მომატებულია ალერგიზაციის დონე: „გარდა მწვავე, გადაუდებელი თერაპიისა, დაზარალებულ ადამინებს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ. ნებისმიერი ფსიქოლოგიური სტრესი მყისიერად არ მოქმედებს. მათ გარკვეული ხანრგრძლივობა ახასიათებთ. ეს ხანგრძლიბოვბა განსაკუთრებით მოზარდებში, ბავშებსა და ახალგაზრდებში გამოიხატება. ხშირია შიშის შედეგად გამოწვეული ნევროზები, დაუსცველობის განცდა. შესაბამისად, გარდა პრეპარატებისა, მზად ვართ, დაზარალებულებს რეაბილიტაციური თერაპია შევთავაზოთ, რომელიც ხელოვნებითი თერაპიას, ვარჯიშების რიტმული მასაჟებსაც მოიცავს. ეს იქნება მომსახურების სრული პაკეტი, რომელსაც „თერაპიის სახლი“ ახორციელებს.“