22 ათასამდე აბონენტს ელექტრონერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დაზიანებულ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე: „ვერა-1“ და „ვერა-2“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 10:10 საათზე, დაზიანდა 35-კილოვოლტიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების -„ვერა-1“ და „ვერა-2“ ერთ-ერთი მონაკვეთი, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 22 ათასამდე აბონენტს – დიდუბე-ჩუღურეთის ნაწილს, რუსთაველის გამზირს და კოსტავას ქუჩის ნაწილს. სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები