15 წლის მოზარდს, რომელმაც წყალდიდობისას დედა და დეიდა დაკარგა, ტექნიკა და ფულადი საჩუქრები გადაეცა

სტიქიის შედეგად დაზარელებულ 15 წლის მოზარდს, მიხეილ შაჰბაზიანს, რომელმაც წყალდიდობისას დედა და დეიდა დაკარგა, ტექნიკა და ფულადი საჩუქრები გადაეცა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რიგითმა მოქალაქემ გოჩა თათანაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის დახმარების სურვილი გამოთქვა და სამინისტროსთან კოორდინაციით დასახმარებლად სწორედ ეს მოზარდი შეირჩა.
“15 წლის მიხეილი ფოტოგრაფიით არის გატაცებული, სწორედ ამიტომ მას უახლესი მოდელის პროფესიონალური ფოტოაპარატი, ლეფტოპი და მობილური ტელეფონი გადაეცა. ოჯახს კი ფულადი თანხა – 2000 ლარის ოდენობით. დედის დაღუპვის შემდეგ მოზარდზე მეურვეობა მისმა ბებიამ და ბაბუამ აიღეს საკუთარ თავზე”,–აღნიშნულია განცხადებაში. ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით, მოზარდთან უკვე მუშაობს ფსიქოლოგი. სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად საქმის კურსში არიან მოზარდის საჭიროებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები