ზოოპარკის ტერიტორიაზე დაშავებული მოზარდი სახლში გაწერეს

ზოოპარკის ტერიტორიაზე დაშავებული 15 წლის მოზარდი, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

როგორც “კვირას” საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ჩეჩელაშვილმა განუცხადა, გოგონას თავის არეში ზედაპირული დაზიანება აღენიშნებოდა.

“15 წლის გოგონა შემოიყვანეს თავის ზედაპირული დაზიანებით. ნეიროქირურგმა დაათვალიერა მისი მდგომარეობა და უკვე გაწერილია”, –აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

ცნობისთვის: 15 წლის გოგონა ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებში მოხალისედ მუშაობდა, რა დროსაც თავში მორი დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები