„თუ დათა ახალაიას ადვოკატი განაჩენს გაეცნობა, მიხვდება, ვის იცავს იგი“

თუ დათა ახალაიას ადვოკატი ამ განაჩენს გაეცნობა, მიხვდება, ვის იცავს იგი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს პროექტ “ღია მმართველობის” ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
წულუკიანი დათა ახალიას ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალი მოეხსნა. წულუკიანი მიიჩნევს, რომ ახალაიას პერსონაჟს „დამატებითი დისკრედიტაცია არ სჭირდება”.
“მართალია, ის განაჩენში ინიციალებით იყო მოხსენიებული, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, ვისზე იყო საუბარი. თუ დათა ახალაიას ადვოკატი ამ განაჩენს გაეცნობა, მიხვდება, ვის იცავს იგი”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები