ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 6 თვით გააგრძელებს
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, რუსეთის წინაარმდეგ სანქციები 2016 წლის იანვრის ბოლომდე გააგრძელონ. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იუწყება. საბოლოო გადაწყვეტილება სანქციების გაგრძელების შესახებ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 22 ივნისს ლუქსემბურგში უნდა მიიღონ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი სანქციებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ გააგრძელებს.