მაჰმუდ აბასმა პალესტინის მთავრობა გადააყენა

პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა ეროვნული ერთიანობის მთავრობის გადადგომა დააკმაყოფილა.

აბასის განცხადებით, ერთი წლის მუშაობის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტმა ავტონომიის პოლიტიკური სისტემის ერთიანობის აღდგენა ვერ მოახერხა. ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამი ჰამდალე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. ახალი პალესტინური მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმება მაჰმუდ აბასის პარტია „ფათხმა“ და ღაზას სექტორში მმართველობაში მყოფმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 2014 წლის 22 აპრილს მიაღწიეს. მასში ორგანიზაცია „ისლამურმა ჯიჰადმაც“ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები