აშშ ევროპაში ასობით საზღვაო ქვეითის გაგზავნას აპირებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ხმელთაშუა ზღვაში ბრიტანულ და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდებზე ასობით საზღვაო ქვეითის განთავსების შესახებ.
The Times-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია, კერძოდ, ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერამ. ერთ-ერთ გემად, რომელზეც ამერიკელი ქვეითები განთავსდებიან, ბრიტანული ვერტმფრენმზიდი HMS Ocean იყო შერჩეული. ვინაიდან დიდ ბრიტანეთს ავიამზიდები არა ჰყავს, მხოლოდ HMS Ocean-ს შეუძლია ამერიკელი ზღვის ქვეითების და მათი კონვერტოპლან MV22 Osprey-ს მიღება. ასევე ქვეითები განთავსდებიან იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და ნიდერლანდების ხომალდებზე, რომლებსაც ასევე შეუძლიათ კონვერტოპლანების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები