„ხრუშჩოვკების“ ახალი კორპუსებით ჩანაცვლების კონცეფციაზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება

 ე.წ. ხრუშჩოვკების ახალი კორპუსებით ჩანაცვლების კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილმა განაცხადა.
“სავარაუდოდ ერთ თვეში გვექნება კონკრეტული კონცეფცია, თუ როგორ უნდა დაინგრეს ე.წ. ხრუშჩოვკები, როგორ უნდა აშენდეს ახალი კორპუსები და ადგილობრივი მოსახლეობა რა პირობებში და რა სტანდარტებით იქნება შეყვანილი ამ ფართებში. ასევე როგორ იქნება მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და რა იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ბინებს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ. ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია. ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებას სჭირდება უზარმაზარი თანხები. ეს არის აუცილებლობა ქალაქისთვის”, – განაცხადა ხაჩირაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს საკრებულოს თავმვჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები