„ეხო მოსკვი“ – „ისლამურ სახელმწიფოში“ რუსეთის 5 ათასამდე მოქალაქე იბრძვის

 

„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 5 ათასამდე რუსეთის მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა შეატყობინა.

მან აღნიშნა, რომ ისლამისტებთან მებრძოლ რუსეთის მოქალაქეებზე ინფორმაციის ნაწილი დოკუმენტურად არის დადასტურებული, ნაწილი კი გადამოწმებას საჭიროებს. ნოვიკოვი ამბობს, რომ სირიიდან და იემენიდან „ბოევიკების“ დაბრუნებამ სამშობლოში შეიძლება გაართულოს სიტუაცია ავღანეთში, პაკისტანსა და დსთ-ს ქვეყნებში. „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთში ტერორისტულ დაჯგუფებად არის ცნობილი და მისი საქმიანობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები