„ინდეფენდენტი“: პუტინის განცხადება „არმია-2015“-ის ფორუმზე ნატოსთვის სიგნალია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ქვეყნის ბირთვული არსენალის 40 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით გაძლიერების შესახებ არის „ნათელი გამაფრთხილებელი სიგნალი ნატოსთვის“.
„ინდეფენდენტის“ მასალის ავტორები აცხადებენ, რომ მსოფლიოში არ არის ბევრი ქვეყანა, რომელთაც სახმელეთო ბაზირების რაკეტები აქვთ და კონტინენტების გადაკვეთა შეუძლიათ. ასე, მაგალითად, აშშ-ს 450 ასეთი რაკეტა აქვს. რუსეთის ფედერაციის არსენალი უფრო დიდია, ვიდრე შეერთებული შტატების, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს. „ინდეფენდენტის“ ცნობით, საუბარია 8 ათას ბირთვულ ქობინზე. პუტინმა საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური კომპლექსის „არმია-2015“-ის გახსნაზე განაცხადა, რომ არმია 40 ახალ საკონტინენტთაშორისო რაკეტას მიიღებს, რომლებსაც ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გვერდის ავლის შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები