ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას გვალვის გამო შიმშილი ემუქრება
ჩრდილოეთ კორეაში 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა, რამაც შეიძლება მოსახლეობისთვის საკვების უკმარისობა გამოიწვიოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. ამ წყაროს ცნობით, გვალვა ჩრდილოეთ კორეის ძირითად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შეეხო და ბრინჯის პლანტაციებს ის სერიოზულად ემუქრება.
1990 წელს მომხდარი გვალვის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში რეფორმები ჩატარდა, რამაც სოფლის მეურნეობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ გვალვის დაწყებამდე გაერო ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის, განსაკუთრებით ბავშვების კვებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა. ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ბავშვების მესამედი რეგულარულად ნორმალურად არ იკვებება.