სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში
წუხელ, გვიან ღამით ვარკეთილში 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპრაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ექიმების თქმით, დაჭრილ ირაკლი მარაქველიძეს დაზიანებები გულმკერდის, სახისა და ხელის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობაში კი, თვითმხილველთა დაკითხვა გვიანობამდე მიმდინარეობდა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.