ვახტანგ გომელაური: ვეფხვმა ადამიანის სიცოცხლე სავარაუდოდ საწყობში, დახურულ სივრცეში იმსხვერპლა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თეთრმა ვეფხვმა ერთი ადამიანის სიცოცხლე სავარაუდოდ საწყობში, დახურულ სივრცეში იმსხვერპლა. მისივე თქმით, როდესაც დაგლიჯილი ადამიანი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვინც შენობაში მუშაობდა გაყვანილია და საწყობში სპეცდანიშნულების რაზმის გარდა არავინ იმყოფება. ცნობისთვის: დღეს, შუადღისას, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 13 ივნისს სტქიის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეულმა თეთრმა ვეფხვმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო მეორე სასიკვდილოდ დაგლიჯა, რომელიც რესპუბლიკურ საავამდყოფოშია მოთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, ასევე იმყოფებოდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და თბილისის მერი დვით ნარმანია. ამ დროისთვის ვეფხვი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები