ტუნისში მატარებლისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა ტუნისის დედაქალაქთან მატარებლისა და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა მაჰმუდ ბენ რომდხანემ განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმაც და მატარებლის მემანქანემაც სიჩქარეს გადააჭარბეს. ორივე მათგანი დაიღუპა. სამართალდამცველი ორგანოები ადგილზე მუშაობენ ინციდენტის დეტალების გასარკვევად. დაღუპულთა უმეტესობა მატარებლების მგზავრია, რომლებიც ქალაქ გააფურიდან დედაქალაქში მიდიოდნენ.