სპეცოპერაციის ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა

 

“ლაგუნა-ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცოპერაციის ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა. ნარმანიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. თვითმხილველების ინფორმაციით, ვეფხვმა ორი ადამიანი დაგლიჯა, რომელთაგან ერთ-ერთი, შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე რამდენჯერმე სროლის ხმა გაისმა. არსებული ინფორმაციით, ვეხვი დაჭრილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები