იანუკოვიჩს პრეზიდენტის წოდება ჩამოართვეს

უკრაინის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის პრეზიდენტის წოდება ჩამოართვეს. შესაბამისი კანონი ოფიციალურ მედიასაშუალებებში გავრცელდა.
დოკუმენტი საპარლამენტო გაზეთმა „გოლოს უკრაინიმ“ გამოაქვეყნა. უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებას პეტრო პოროშენკომ ხელი უკვე მოაწერა. ის 18 ივნისიდან შედის ძალაში.
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2010-დან 2014 წლამდე იკავებდა. 2012 წლის კრიზისის შემდეგ, ე.წ. კიევის მაიდანის შედეგად, ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა. უკრაინის ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩს ფულის გათეთრებაში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობაში და კიევის ცენტრში ადამიანების დაღუპვაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები