მოლდავეთში მთავრობა გადადგა

მოლდავეთის მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „უკრინფორმი“ იუწყება.
„გასულ კვირას მე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განვაცხადე. მოლდავეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომა მთავრობის მთელი შემადგენლობის გადაყენებას იწვევს. გადადგომის თხოვნით ჩვენ პარლამენტს მივმართავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირილ გაბურიჩმა.
მან ასევ მოუწოდა მთავრობის წევრებს, ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ ფიცის მიღებამდე თავისი მოვალეობები შეასრულონ. შეგახსნებთ, რომ კირილ გაბურიჩი მოლდავეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს მიმდინარე წლის თებერვლიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები