გარდაიცვალა თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი
თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ბოლო რამდენიმე დღე დემირელი ანკარის საავამყოფოში მკურნალობდა.
დემირელი მწვავე რესპირატორული დაავადების გამო 13 მაისს ჰოსპიტალიზებული იყო. ავადმყოფობამ გულის უკმარისობა და სუნთქვის პრობლემები გამოიწვია. 16 ივნისს დემირელის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. სულეიმან დემირელი თურქეთის პრეზიდენტი 1993-დან 2000 წლამდე იყო. 1965 – 1993 წლებში ის ხუთჯერ იკავებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. მთლიანობაში მან პოლიტიკურ ცხოვრებას 40 წელი დაუთმო, ის ასევე თურქეთში ეკონომიკური რეფორმების ავტორია.