ყაზახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
მიკროავტობუს Меrcedes Sprinter-ის და Ноwo-ს სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
როგორც სამხრეთ ყაზახეთის ოლქის პროკურატურის პრესსამსახური იუწყება, შემთხვევის ადგილზე 8 ადამიანი, ხოლო საავადმყოფოში კიდევ 6 გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. კიდევ სამი მცირეწლოვანი დაშავებულია. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სამარშრუტო მიკროავტობუსის გამო მოხდა, რომლის მძღოლიც სატვირთო ავტომანქანის გასწრებას ცდილობდა. მიმდინარეობს გამოძიება.