გარდაიცვალა კორპორაცია MGM-ის დამფუძნებელი კირკ კერკორიანი

აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი კირკ კერკორიანი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ USA Today იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, კერკორიანმა ლას-ვეგასის დაფუძნების საკითხში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ის ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო: 2012 წელს მისი ქონება 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. გამოცემის ცნობით, კერკორიანს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარდა. ის ინტერვიუებს არ აძლევდა და სახალხო გამოსვლებს ერიდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები