ოდესის მილიციას საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე უხელმძღვანელებს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დღეს ოდესის ოლქის მილიციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. როგორც ოდესის ოლქის მილიციის პრესსამსახური იტყობინება, პოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაიკავებს.
ავაკოვის მიერ ახალი კადრის წარდგენას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.