უკრაინის ეროვნული უშიშროების სამსახურმა რუსეთის ჯაშუში დააკავა

უკრაინის ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩევლის მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია უკრაინის საგარეო დაზვერვის თანამშრომელი, კაპიტანი დეგტიაროვი, რომელსაც სახელმწიფო საიდომლოებასთან წვდომა ჰქონდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იტყობინება.
„ის მტრის დავალებით მოქმედებდა და უკრაინის სახელმწიფო საიდუმლოებას იყენებდა. 2014-2015 წლებში საიდუმლო დოკუმენტებს ფოტოსურათებს უღებდა , ასევე დაზვერვის ორგანოს კომპიუტერიდან ინფორმაციას აკოპირებდა და მას რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურს გადასცემდნენ“, – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში. დეგტიაროვს უკვე წაუყენეს ბრალდება ჯაშუშობის მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები