რუსეთის არმიას 2015 წელს 40 ახალი ბალისტიკური რაკეტა ექნება
რუსეთის არმიის შეაიარაღებაში 2015 წელს 40-ზე მეტი საკნონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა იქნება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო-ტექნიკური ფორუმის „არმია-2015“-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„ეს რაკეტები ყველაზე თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემების დაძლევას შეძლებენ“, – აცხადებს პუტინი.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ახალი რადიოსალოკაციო სადგურის გამოცდის მზადების შესახებ განაცხადა.
„უახლოეს თვეებში ის დასავლეთის სტრატეგიულ მიმრთულებას გააკონტროლებს. შემდგომში კი ასეთივე კვანძი აღმოსავლეთის მიმართულებისთვისაც ამოქმედდება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო მშენებლობის პრიორიტეტად თანამედროვე იარაღით ჯარის უზრუნველყოფა იქნება. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.