უკრაინული მედია – ოდესაში დაუდგენელი პირები სამხედრო კომისარიატის აფეთქებას აპირებდნენ
სამხედრო კომისარიატის აფეთქებას აპირებდნენ დაუდგენელი პირები ოდესის ოლქის კოტოვსკის დასახლებაში. როგორც „რბკ-უკრაინა“ იუწყება, სამხედროებმა და პოლიციელებმა დროულად შენიშნეს საეჭვო ნივთი და მისი გაუვნებელყოფა შეძლეს.
ოდესის ოლქის სამართალდამცველთა ინფორმაციით, მათ რკინის „კანისტრა“ დაინახეს, რომელსაც მავთულები და დეტონატორი ჰქონდა დამაგრებული. ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს, რომლებმაც თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს და ექსპერტიზაზე გააგზავნეს. მათი ინფრომაციით. ბოროტმოქმედებს 20 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდათ დამზადებული.