კალიფორნიაში ხუთი ადამიანი ჩანგრეული აივნის ქვეშ დაიღუპა
ამერიკის ქალაქ ბერკლიში აივნის ჩანგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ინციდენტის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ჩანგრეულია შენობის მეოთხე სართულის აივანი. მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.