ევროპაში MERS-ის ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში ვირუს MERS-ისგან პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამ ვირუსის ეპიდემია სამხრეთ კორეაში დაიწყო. გარდაცვლილი გერმანიის 65 წლის მოქალაქეა. როგორც მედიკოსები ვარაუდობენ. ინფექციით ის აბუ-დაბიში დასვენების დროს შეიძლებოდა დაავადებულიყო. ამ ადამიანისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, ვირუსმა მეორე დაავადება გამოიწვია, რომელიც პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა. სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში MERS-ის ვირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი 19-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები