ნოდარ ხადური: სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეჩერებულია

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ბიუჯეტში ცვლილებები შეჩერებულია. ხადურის განცხადებით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გარკვეული კორექტირებები კიდევაა შესატანი.
“ბიუჯეტში ცვლილებები შეჩერებულია. ჩვენ მოგვიწევს დამატებითი რესურსების გადამისამართება, მათ შორის თბილისის ბიუჯეტში, ვინაიდან, 10 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ გამოვყავით, არ იქნება საკმარისი ზარალის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო – საფინანსო ინსტიტუტებთან, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან და, შესაბამისად, რამდენიმე დღით ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა შეჩერდება, ახალი რეალობიდან გამომდინარე”,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები