შეიარაღებული ძალები გაწმენდით სამუშაოებში ახალი ძალებით ერთვება – ფოტოკოლაჟი

დღეიდან სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო.
სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან სვანიძის ქუჩის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გაწმენდისა და აღდგენით სამუშაოებში პირველივე წუთებიდან მონაწილეობენ. ეროვნულ გვარდიასთან და შეირაღებული ძალების სხვა ნაწილებთან ერთად, პირველი საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ ზონაში მუშაობს. გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაცაა ჩართული.
„დილიდან ადგილზეა ჩვენი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი რთული არეალია. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსახლეობის დასახმარებლად“, – განაცხადა I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა.

13290_1004444656254943_1300862110594475235_n 1601255_1004444789588263_2714583429170766304_n 1653512_1004444549588287_3527702701082229149_n 1795678_1004444852921590_4656413973101389987_n 10389989_1004444982921577_6787548614236889152_n 10616506_1004444569588285_8031338131387428604_n 10626605_1004444566254952_683822541573419509_n 10639597_1004445009588241_7797299637168227198_n 10646626_1004444996254909_6366097514135376270_n 10945647_1004444836254925_7164123069727349267_n 11046210_1004444692921606_7331349942802957996_n 11110258_1004445199588222_3367676153426908638_n 11393099_1004445212921554_3304389530154250138_n 11401415_1004444806254928_1624937036256552098_n 11407238_1004444719588270_142257405425935304_n 11412180_1004445102921565_7693458226709852293_n 11412364_1004445036254905_9026871549388213077_n 11425399_1004444962921579_4171468713907121283_n 11427179_1004444822921593_8982427100137255743_n 11535864_1004444619588280_1068148549270764557_n 11535869_1004444626254946_1691410767703824146_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები