შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

   შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნიკოლოზ გ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ გ. იმ დროს დააკავეს, როცა ის ეგვიპტიდან საქართველოში ჩამოფრინდა. მისი პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 22 აბი ,,ტრამადოლი“, 2,52 გრ კანაფის ფისი და 1,79 გრ ოპიუმი. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ოპიუმის, მარიხუანის და ,,ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები