ირანის საელჩო საქართველოს მთავრობის დასახმარებლად მზადაა

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში სტიქიის შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზარალის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაშია.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო საქართველოს მთავრობას, ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“სამწუხაროა, რომ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას მოჰყვა მსხვერპლი. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო გამძლეობას უსურვებს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და გამოთქვამს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს მთავრობას”, – ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები