მოხალისეების ნაწილს დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მეორე კორპუსთან ჯებირებს მიღმა მოხალისეები იმყოფებიან, თუმცა მათ დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა.
ადგილზე შეკრებილი ახალგაზრდების განცხადებით, მათ დღეს ნიჩბები შეიძინეს და ზოოპარკის დასუფთავების სურვილი გამოთქვეს, თუმცა შს სამინისტროს წარმომადგენლები მათ გმირთა მოედნის მიმართულებით არ უშვებენ.
ახალგაზრდების ინფორმაციით, როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, მათი შეკავების მიზეზი იმით აიხსნა, რომ მოხალისეების საჭიროება არ არის.
მოხალისეები ადგილზე რჩებიან და ზოოპარკის დასუფთავების სურვილს გამოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები