ნოდარ ხადური: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 40 მილიონზე მეტია

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს ყველა მანქანა გაჩერებულია, გარდა ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული მანქანებისა. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მისი ბრძანება ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სამინისტროს ბალანსზე არსებულმა მანქანებმა ხელი არ შეუშალონ თბილისში გადაადგილებას. გარდა ამისა, ნოდარ ხადურმა ასევე აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის საბოლოო შედეგები იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ხელისუფლება წინასწარ ვარაუდობდა.
„ეს იქნება 40 მილიონზე მეტი და ხელისუფლება უახლოეს პერიოდში გეგმავს სპეციალური კონსულტაციების გამართვას დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ან დამატებითი თანხები გამოიყოს, ან უკვე გამოყოფილი თანხები გადაკვალიფიცირდეს“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები