თამარ ბერუჩაშვილი: საქართველო პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან სოლიდარობისა და სამძიმრის გზავნილებს იღებს

საგარეო საქმეთა მინისტრი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს. თამარ ბერუჩაშვილი საქართველოსადმი საერთაშორისო დახმარებაზე საუბრობს.
“საქართველო იღებს სოლიდარობის, მხარდაჭერის, სამძიმრის გზავნილებს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან, პრემიერ-მინისტრების, მინისტრების, პრეზიდენტების, მოქალაქეების დონეზე. ევროკავშირის საგარეო დახმარებათა და კრიზისულ სიტუაციათა მართვის სამსახური სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებებთან საქართველოში და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად იქნება, საქართველოს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტრო სრულ კოორდინაციაში მუშაობს, რათა მოკლე დროში მობილიზებული იყოს ფინანსური დახმარება დონორი ორგანიზაციებიდან და პარტნიორებიდან”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს დასახმარებლად უცხოეთში -პოლონეთში, ლიტვაში, თურქეთში აღინიშნება მოქალაქეების აქტივობა, სადაც საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა საქართველოს დასახმარებლად.
თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ზარალის ითვლება. თუ კონკრეტულად რა დახმარებას მიიღებენ უცხოეთიდან, მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით, სპეციალური შეხვედრა გაიმართება ფინანსთა სამინისტროში. მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერი ხვდება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის ელჩებს. თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ყველა ტიპის დახმარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები