მოხალისეებმა პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. პრეზიდენტთან ერთად სტიქიით დაზარალებული ტერიტორია უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
გიორგი მარგველაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჯებირებს მიღმა მყოფ მოხალისეებს გაესაუბრა, რომელთაც ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
მოხალისეებმა პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს. ახალგაზრდებმა გიორგი მარგველაშვილს აუხსნეს, რომ მათი სურვილი არის გაწმენდით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა შესაბამისი უწყებები ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს დაჰპირდა, რომ მათ თხოვნას დედაქალაქის მერს – დავით ნარმანიას გადასცემს. “მე ვთხოვ ნარმანიას, ნარმანია თვითმმართველობაა და პრეზიდენტს არ აქვს ზეგავლენა თვითმმართველობაზე, მაგრამ თხოვნას იმედია მოისმენს”, – განაცხადა პრეიზდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა ტერიტორია უკვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები