პრეზიდენტმა საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
“თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებაში.
ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები