ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა

„თქვენ თავად იცით, რომ როთიც, შოლციც ძალიან აკრიტიკებდნენ ილონ მასკს მისი პოსტების გამო, რომ ერთი პოსტი თურმე ითვლებოდა გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევად და თურმე არაერთი ვიზიტი საქართველოში, არაერთი განცხადება, შეფასება, მიტინგებზე ჩამოსვლა და ა.შ. ეს არ ყოფილა ჩარევა საშინაო საქმეებში“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა.

რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემი არ არის თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის ისევე არის მიუღებელი, როგორც გითხარით, რადგან ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები