რუსეთმა უკრაინას რაკეტებით მასიურად შეუტია

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა დაიწყეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. რაკეტებით იბომბება ხარკოვის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, ხმელნიცკის, ლვოვის, ჩერნივცის, ზაკარპატიის და სხვა ოლქები.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებებია ხარკოვში. აფეთქებების ხმები ისმის ქალაქ ჩერკასშიც. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა შეტევებს იგერიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები