ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას სთხოვს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ავტომანქანებით არ ისარგებლონ

მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, ნუ ისარგებლებენ მანქანებით – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“თბილისში არის სერიოზული პრობლემები, ჩვენ სამუშაოს განხორციელებაში გვექმნება სერიოზული პრობლემები. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, ნუ ისარგებლებენ მანქანებით, რადგან ეს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის სამუშაოების განხორციელებაში და აფერხებს მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს სთხოვს, ამას გაგებით მოეკიდონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები