ოზონის შრისთვის საფრთხის შემცველი ახალი აირები აღმოაჩინეს

  მეცნიერებმა დედამიწის ატმოსფეროში აღმოაჩინეს ოთხი ახალი ხელოვნურად წარმოქმნილი აირი, რომელიც ოზონის შრეს საფრთხეს უქმნის. ორი მათგანის დაგროვების დონე მკვლევარებში შეშფოთებას იწვევს. მეცნიერთა განცხადებით, ახლად აღმოჩენილი აირების ზუსტი წარმომავლობის წყარო ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. მათი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ რა გზით ხვდება აღნიშნული აირები ატმოსფეროში. როგორც ცნობილია, ოზონის შრეში ხვრელის გაჩენას ხელს უწყობს ატმოსფეროში ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების აირების დაგროვება, რომლის გამოყენებაზეც შეზღუდვები 1980 წლიდან დაიწყო, ხოლო 2010 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აიკრძალა. ატმოსფეროში არსებული ოზონის შრე დედამიწამდე მავნე ულტრაიისფერი სხივების მოღწევას ხელს უშლის. ბრიტანელმა მეცნიერებმა ოზონის შრეში არქტიკის თავზე დიდი ხვრელი 1985 წელს აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები