ირაკლი ღარიბაშვილმა ელიზბარაშვილების ოჯახს დახმარება აღუთქვა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის ზონა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მთავრობის მეთაური სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებ შალვა ელიზბარაშვილის ოჯახს ესტუმრა და მათი პრობლემები მოისმინა. სტიქიამ ელიზაბარაშვილების ორსართულიანი სახლი მთლიანად დატბორა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. ირაკლი ღარიბაშვილმა ელიზბარაშვილების ოჯახს დახმარება აღუთქვა. პრემიერის დავალებით, ოჯახის წევრები დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები