ლიბიაში აშშ-ს ავიაციის დარტყმების შედეგად ისლამისტთა ლიდერი მოკლეს
ლიბიაში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოხტარ ბელმოხტარი აშშ-ს ავიაციის დარტყმების შედეგად განადგურებულია. ამის შესახებ „როიტერი“ ლიბიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია ლიბიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჩატარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, სწორედ მოხტარ ბელმოხტარმა დაგეგმა და განახორციელა ალჟირის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში ტერაქტი, რომლის შედეგად ათეულობით მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის 30 უცხოეთის მოქალაქე დაიღუპა.