„ჩვენ მიერ არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა, რომელზეც არ ყოფილიყო გეოლოგიური დასკვნები, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და შესაბამისი მსჯელობები“

ვიცე – პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ჰესების მშენებლობა გეოლოგიური დასკვნების, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისა და მსჯელობების გათვალისწინებით, ხდება, შესაბამისად, მოსაზრებები, რომ ჰესები, მათ შორის ხუდონჰესის პროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყანას, უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კახა კალაძემ “იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.

ჟურნალისტმა კალაძეს კითხვით მიმართა, რას ფიქრობს ის ექსპერტთა ნაწილის კრიტიკაზე, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში ჰესები, მათ შორის ხუდონჰესის მშენებლობა სპეციალისტებთან კონსულტაციების გარეშე ხდება.

“მე არ ვიცი, რომელ ექსპერტებს გულისხმობდით, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ჩვენი მთავრობის პირობებში საქართველოში არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა, რომელზეც არ ყოფილიყო გეოლოგიური დასკვნები, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და შესაბამისი მსჯელობები. ყველა პროექტი ხორციელდება შესაბამისად და ჩვენ მივიღეთ რეგულაციებში ის, რომ პირველ რიგში, ინვესტორმა უნდა წარადგინოს კონკრეტუყლ პროექტებზე გარემოს შეფასების დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო და უნდა მოხდეს ამის განხილვა. ამიტომ იმ ექსპერტებს, ვისაც პრეტენზია აქვთ, მათ შეუძლიათ ჩაერთონ ამ განხილვებში“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები