“უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების, რომლებმაც აღნიშნულ მდგომარეობას წლების განმავლობაში არ მიაქციეს ყურადღება”

“მიმაჩნია, რომ უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების, რომლებმაც აღნიშნულ მდგომარეობას წლების განმავლობაში არ მიაქციეს ყურადღება“,– ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში დედაქალაქში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოსახლეობისგან პირადად მოისმინა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ტარდებოდა და მდინარის კალაპოტი არ იყო მოვლილ მდგომარეობაში. „ვისურვებდი, რომ ამ თემაზე წინასწარ არ გვესაუბრა. ეს ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული მანამ,  სანამ არ იქნება საბოლოო დასკვნა წარმოდგენილი. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და ამას აუცილებლად სჭირდება კარგი გაანალიზება. არ მინდა,  გავიმეორო ექსპერტების აზრი,  თუნდაც იმ ახალი გზის თაობაზე.  საუბრობენ იმაზე, რომ იქ გვირაბები არასწორად იქნა გაკეთებული. მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში და არ მინდა, დამატებით სპეკულაციები შევიტანო ამ საკითხში, თუმცა კომპეტენტური ჯგუფი შეისწავლის ამ საკითხს და დადებს საბოლოო დასკვნას. ეს იქნება გასაჯაროებული“,–განაცხადა პრემიერმა.

 მან ასევე პირობა დადო, რომ არცერთი ოჯახი ყურადღების გარეშე არ დარჩება და, რომ იგი პირადად გააკონტროლებს აღნიშნულ საკითხს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მთავრობამ 10 მილიონი  ლარი გამოყო, რომელიც, მისივე შეფასებით, საკმარისი არ არის, თუმცა პირველ ეტაპზე,  საკმარისი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები