მოსკოვის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილს გამოთქვამს

მოსკოვის ზოოპარკმა სტიქიის შედეგად დაზარალებული თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილი გამოთქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მოსკოვის ზოოპარკის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარემ ოლგა ვაინშტოკმა აღნიშნა, მოსკოვის ზოოპარკი მზადაა, მიიღოს თბილისის ზოოპარკის ბინადრები ან საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს თბილისის ზოოპარკს თავისი ბინადრები.
“ჩვენ გავაკეთბთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ განვათავსოთ ცხოველები მოსკოვის შემოგარენში მდებარე თავშესაფარში, ან გავცეთ ჩვენი ბინადრები მოთხოვნის შემთხვევაში”,-განაცხადა ოლგა ვაინშტოკმა.
შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის გამო, ბოლო მონაცემებით თბილისში 12 მოქალაქე დაიღუპა. გმირთა მოედანზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის 24 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ.

წყარო: ipress.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები