სარდაფში მოყოლილი მამაკაცის ცხედრის ამოსაყვანად სვანიძის ქუჩაზე სახლის დემონტაჟი დაიწყო

სარდაფში მოყოლილი მამაკაცის ცხედრის ამოსაყვანად სვანიძის ქუჩაზე სახლის დემონტაჟი დაიწყო. ამ თხოვნით მამაკაცის ოჯახის წევრებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს.

ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ სახლის დემონტაჟი, რაზეც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ სახლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ერთი საათის წინ იყო მიღებული. დემონტაჟი სახლის სახურავიდან დაიწყო.

ოჯახის წევრების თხოვნაა, რომ მიცვალებულის გამოყვანა დაღამებამდე მოხერხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები